GEO

ENG

RUS
2010-02-25
III დახურული აუქციონი
2010-02-03
II დახურული აუქციონი
2010-01-27
დახურული აუქციონი
2009-12-26
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
2009-08-03
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა

      ჩვენს შესახებ / განვითარების სტრატეგია 

უძრავი ქონება თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. "ცენტრ პოინტი ჯგუფის" მთავარ მისიას და საზრუნავს წარმოადგენს: რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი უძრავი ქონება. ამ მიზნით კომპანია მუდმივად ეძებს პერსპექტიულ მიწებს, აყალიბებს სივრცის რეალიზების საუკეთესო კონცეფციას, პოულობს მომხმარებლისა და გარემოსთვის ოპტიმალურ არქიტექტურულ გადაწყვეტას და სამშენებლო ხარჯების ეფექტური მართვით ქმნის უძრავ ქონებას.
    
"ცენტრ პოინტი ჯგუფის" მთავარ უპირატესობებს, რის გამოც მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ მასზე აკეთებს არჩევანს, წარმოადგენს:

მრავალფეროვანი არჩევანი

"ცენტრ პოინტი ჯგუფი" მომხმარებელს სთავაზობს ბინებსა და კომერციულ ფართებს როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს კურორტებზე, როგორც თბილისის ცენტრში, ისე მის გარეუბნებში, როგორც ძვირადღირებულ, ისე ხელმისაწვდომი ფასის ბინებს. "ცენტრ პოინტი ჯგუფი" აშენებს ყველასთვის და მთელ საქართველოში.

ხელმისაწვდომი ფასები,  გადახდის მოქნილი სისტემა

"ცენტრ პოინტი ჯგუფის" ბინები ყველაზე ხელმისაწვდომია. მასშტაბი და მძლავრი ფინანსური გარანტიები კომპანიას საშუალებას აძლევს მომხმარებელს გრძელვადიანი უპროცენტო განვადება შესთავაზოს და პირველადი შესატანის მინიმალური ოდენობა განუსაზღვროს.

საიმედოობა

კომპანიის საიმედოობა ემყარება გამოცდილებასა და ფინანსურ სიძლიერეს. "ცენტრ პოინტი ჯგუფი" ერთ-ერთი პირველი დეველოპერული კომპანიაა ქართულ ბაზარზე. იგი ლიდერია განხორციელებული პროექტების რაოდენობითა და ფინანსური მასშტაბით.
 
დღევანდელი მონაცემებით "ცენტრ პოინტი ჯგუფი" მენაშენეთა ბაზრის ლიდერია და უახლოეს მომავალში მიზნად ისახავს:
  • ახალი პროექტების განხორციელებას როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის საკურორტო ზონებში
  • მშენებლობის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან  გათანაბრებას, რასაც საქართველოში პირველი ქართულ-ევროპული სამშენებლო კომპანიის დაარსებით უზრუნველყოფს
  • მომხმარებლისთვის განვადების კიდევ უფრო მოქნილი პირობების შეთავაზებას ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით
  • სერვისის მიმართულების განვითარებას, რაც მომხმარებლისთვის  მაქსიმალური კომფორტის შექმნას  გულისხმობს
  • საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას.
ქალაქი:
ფასი:
-დან -მდე
ოთახების რაოდენობა:
-დან -მდე
ცენტრ პოინტი ჯგუფი
მის.: ქ. თბილისი, 0162 ჭავჭავაძის გამზ. 66
ტელ./ფაქსი: 25 32 17
ელ. ფოსტა: info@centerpoint.ge
ვებ - გვერდი: www.centerpoint.ge