GEO

ENG

RUS
2010-02-25
III დახურული აუქციონი
2010-02-03
II დახურული აუქციონი
2010-01-27
დახურული აუქციონი
2009-12-26
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
2009-08-03
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა

      ჩვენს შესახებ / დამფუძნებლები 
მაია რჩეულიშვილი რუსუდან კერვალიშვილი
ქალბატონებმა მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა შეძლეს საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბების რთულ პერიოდში შეექმნათ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამშენებლო კომპანია, რომელიც სულ მოკლე ხანში, მენაშენეთა ბაზრის ლიდერად იქცა.
 
პიროვნული ფაქტორი, პროფესიონალიზმი და მყარი ფინანსური გარანტიები გახდა საფუძველი იმ ნდობისა, რომელიც "ცენტრ პოინტი ჯგუფმა" საზოგადოებაში მოიპოვა.
 
კომპანიის განვითარების ბიზნეს-სტრატეგიას დამფუძნებლები განსაზღვრავენ. - "დღეს, ჩვენ ვერიდებით ერთსახლიან  მინი-პროექტებს, კომპლექსური მშენებლობის დრო მოვიდა"- აცხადებს მაია რჩეულიშვილი, რომელიც განათლებით არქიტექტორია და აქტიურად მონაწილეობს ყველა კონკრეტული პროექტის ფორმირებაში. კომპლექსურ მშენებლობასთან ერთად "ცენტრ პოინტი ჯგუფის"ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სხვადასხვა სოციალურ ფენაზე ორიენტირებულობაა. სწორედ აქედან გამომდინარე ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი, რომელიც უკვე საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს.
  
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოციალური პროექტები და საქველმოქმედო ფონდები, რომელთაც უშუალოდ რუსუდან კერვალიშვილი კურირებს. მათ შორისაა: ფონდი "წმინდა მიწა", ზაზა დარასელის სახელობის ჟურნალისტიკის განვითარების ფონდი "სიცოცხლე მშვენიერია", საქველმოქმედო ფონდი "ბავშვები - ჩვენი მომავალია", ასევე პროგრამები სასულიერო, კულტურის, საგანმანათლებლო, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროებში.
           
"ცენტრ პოინტი ჯგუფი" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსთან. კომპანია სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს საპატრიარქოს რადიოს. მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა შეიძინეს სახლი ქ.იერუსალიმში ქართველ სასულიერო პირთა და მომლოცველთათვის. მათივე ინიციატივით 2001 წელს შეიქმნა ფონდი "წმინდა მიწა", რომლის მთავარი ამოცანაა მიწის შეძენა საქართველოს ეკლესიისთვის ქ. იერუსალიმში. "ცენტრ პოინტი ჯგუფის" სრული დაფინანსებით ხორციელდება კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – სასულიერო აკადემიის მშენებლობა ელიას მთაზე
ქალაქი:
ფასი:
-დან -მდე
ოთახების რაოდენობა:
-დან -მდე
ცენტრ პოინტი ჯგუფი
მის.: ქ. თბილისი, 0162 ჭავჭავაძის გამზ. 66
ტელ./ფაქსი: 25 32 17
ელ. ფოსტა: info@centerpoint.ge
ვებ - გვერდი: www.centerpoint.ge