GEO

ENG

RUS
2010-02-25
III დახურული აუქციონი
2010-02-03
II დახურული აუქციონი
2010-01-27
დახურული აუქციონი
2009-12-26
გილოცავთ შობა-ახალ წელს!
2009-08-03
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამა

      მთავარი 

კომპანია "ცენტრ პოინტი ჯგუფი" 1999 წელს დაარსდა. დაარსებიდან სულ მოკლე ხანში მან შეძლო უძრავი ქონების სააგენტოდან ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიად ქცეულიყო.

დღეს "ცენტრ პოინტი ჯგუფის" აქტივშია 20 განხორციელებული და 50  მიმდინარე პროექტი, 5000 დასაქმებული ადამიანი, 8000-მდე მომხმარებელი. კომპანიის განვითარების დინამიკას სამი ძირითადი ფაქტორი  - მაღალი ხარისხი, პროფესიონალიზმი და საიმედოობა  განაპირობებს.

"ცენტრ პოინტი ჯგუფი" საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ფენაზეა ორიენტირებული, მისი საქმიანობის არეალი სცილდება თბილისის ფარგლებს და მთელ საქართველოს მოიცავს. კომპანია  მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ქობულეთში, ბორჯომში, ბაკურიანში, გორში, ქუთაისში,  წყნეთში და ა.შ.

2007 წელს "ცენტრ პოინტი ჯგუფმა" შექმნა ახალი ბრენდი – მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების ქსელი "რჩეული". უახლოეს მომავალში იგეგმება "რჩეულის" ქსელის 100 სასტუმროს მშენებლობა ქვეყნის ყველა რეგიონში.

ამ ეტაპზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი განსაზღვრავს, ესენია:
  • მასშტაბური, მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა;
  • სამშენებლო პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით;
  • ხარისხის ევროპული სტანდარტთან გათანაბრება;
  • დემოკრატიულობა – არჩევანის მრავალფეროვნება, საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ფენაზე ორიენტაცია,  გადახდის მოქნილი სისტემის დანერგვა;
  • მომხმარებლის მაღალი დონის სერვისით უზრუნველყოფა;
  • სოციალური პროექტები.

"ცენტრ პოინტი ჯგუფის" მომავალი წარმატების წინაპირობა, საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული ახალი მენეჯმენტი, ტექნოლოგიები, მომსახურება და ის ინოვაციებია, რომელთა დანერგვაც ამჟამად მიმდინარეობს.

ქალაქი:
ფასი:
-დან -მდე
ოთახების რაოდენობა:
-დან -მდე
ცენტრ პოინტი ჯგუფი
მის.: ქ. თბილისი, 0162 ჭავჭავაძის გამზ. 66
ტელ./ფაქსი: 25 32 17
ელ. ფოსტა: info@centerpoint.ge
ვებ - გვერდი: www.centerpoint.ge